 Williams College - მდებარეობს ლონდონის ცენტრალურ ნაწილში და ორიენტირებულია სპეციალიზირებულ კურსებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ XXI საუკუნის სტუდენტების მოთხოვნილებებს.
Williams College - ს გააჩნია სხვადასხვა დონის და დიაპაზონის კურსები და ეკონომიურად ხელსაყრელი ფასები. თუ თქვენი მიზანია მიაღწიოთ წინსვლას კარიერაში ან აიმაღლოთ თქვენი პროფესიული შესაძლებლობები, კოლეჯი ამაში გაგიწევთ დახმარებას. ის ცოდნა რასაც თქვენ მიიღებთ კოლეჯში გაზრდის თქვენი კარიერის შესაძლებლობებს და გაგხდით კონკურენტუნარიანს შრომის ბაზარზე.
პროფესიონალური კურსები მოიცავენ - საერთაშორისო ბიზნესის მართვას, საქმიან ადმინისტრირებას, საინფორმაციო სისტემებს, მარკეტინგს, ადამიანური რესურსების მართვას, ტურიზმის და სასტუმროების მართვას და მრავალი სხვა.
კოლეჯს გააჩნია ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, რომლებიც მოიცავენ ყველა დონეს დამწყებებიდან გამოცდილ სპეციალისტებამდე დამთავრებული, საქმიანი ინგლისურისა და Cambridge ESOLcourses-ს ჩათვლით.
კარლოვის უნივერსიტეტი ყველაზე ძველი უნივერსიტეტია შუა და აღმოსავლეთ ევროპაში. იგი დაარსა ჩეხეთისა და რომის იმპერატორმა კარლ IV-ემ 1348 წლის 7 აპრილს პრაღაში.
ამჟამად უნივერსიტეტი წარმოადგენს თანამედროვე და პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს, სადაც სწავლობს 48 ქვეყნის 42 000-ზე მეტი სტუდენტი. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპისა და მსოფლიოს მრავალ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასთან, შედის ევროპის უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციაში ოქსფორდის, სორბონის, ბონის, ბოლონიისა და ჟენევის უნივერსიტეტებთან ერთად.
სრული ინფორმაციის მიღება შეგიძლით მისამართზე: http://www.cuni.cz/UKENG-1.html
|